2016 წლის 21-24 აპრილს ქალაქ ფოთში ხელბურთის სპორტულ დარბაზში გაიმართა ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში (2002-2003 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის).
ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ნაკრებ გუნდებთან ერთად (150 სპორტსმენი), მონაწილეობდა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის გუნდი (მწვრთნელ-მასწავლებელი ე.თოდუა, თ. აბულაძე)
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ბიგვავა (76 კგ) და დათა შამათავა (59კგ).გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.