20 აპრილს, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურმა ხობის მუნიციპალიტეტში 100-მდე ძირი კაკლის ნერგი ჩამოიტანა. სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ანტონ ვარდიამ ცოტნე დადიანის სახელობის სკვერში და 9 აპრილის ხეივანში კაკლის ნერგები დარგეს; კაკლის ხის ნერგები ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებშიც დაირგვება.