საკრებულოს სხდომა

19 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. რომლის მიხედავითაც ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, ანუ შემოსულობების გეგმა გაიზარდა 645,6 ათასი ლარით და შეადგინა 10230,8 ათას ლარს.
საკრებულოზე ასევე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულსო თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ანგარიში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, სადაც საკრებულსო თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტებზე, რაც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. საკრებულოს მიერ საკრებულოს 2015 წელს გაწეული საქმიანობა ერთხმად შეფასდა დადებითად. 
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.