27 აპრილს, საჯიჯაოს კულტურის სახლში, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები გვასალიების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე ადგილობრივმა შემსრულებლებმა ქართული და უცხოური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
კონცერტს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ბეჟან ნადარაია ესწრებოდნენ. ღონისძიება საჯიჯაოს კულტურის სახლის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული 500 ლარი გვასალიების მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა.