კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

23 აპრილს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით  რესპუბლიკური კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"  მეორე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ტური გაიმართა.  ინტელექტუალური პაექრობა  ზუგდიდის, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების სკოლების გუნდებს  შორის  საინტერესოდ წარიმართა.  
   კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა: უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი (V-VIII კლასი) და უფროსი ასაკობრივი ჯგუფი (IX-XII კლასი). უფროს ასაკობრივ ჯგუფში ოთხი გუნდი, ხოლო უმცროს ასაკობრივ ჯგუფში ხუთი სკოლის გუნდი მონაწილეობდა.  უფროს ასაკობრივ ჯგუფში მესამე ადგილზე ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდი „ნოეს კიდობანი“ გავიდა, რომელიც სანუგეშო ეტაპზეა და 12 ქულით აგრძელებს თამაშს.
   მეორე ტური სამ რაუნდად გაიმართა. პირველ ორ რაუნდში მონაწილეებმა ძველი და ახალი აღთქმიდან 7–7 კითხვაზე გასცეს პასუხი. მესამე რაუნდში კი ერთმანეთს გუნდების კაპიტნები შეეჯიბრნენ. ტურების მიმდინარეობისას მონაწილეების გასამხნევებლად მათი მხარდამჭერები საგალობლებს ასრულებდნენ.