ხობის „კოლხეთის“ გამარჯვება

24 აპრილს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა.  ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და წალენჯიხის „სქური“ შეხვდნენ. მატჩი „კოლხეთის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.


გთავაზობთ შეხვედრის დიქტორის  მერაბ სალაყაიას მიერ წარმოთქმული სიტყვას:


ძვირფასო გულშემატკივრებო საფეხბურთო კლუბი ,,ხობის კოლხეთი" მიმდინარე სეზონში ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე ყველაზე ახლოს არის სანუკვარ მიზანთან, იასპარეზოს უმაღლეს ლიგაში ,რაშიც თითოეული ფეხბურთელის ,მწვრთნელების , გულშემატკივრების,პირადად მთავარი მწვრთნელის სპორტის ოსტატის გია გურულის საქმისადმი სწორმა დამოკიდებულებამ განაპირობა.
ხობში გრძელდება მწვრთნელთა საქმიანობის ტრადიციები, ,,ხობის კოლხეთს" მთავარი მწვრთნელის რანგში წვრთნიდნენ: გოგი მამფორია, რობიკო ჭითავა,ნოდარ კინწურაშვილი,გულიკო ოდიშარია,ხიტა ჭოჭუა, მელორ ზაქარაია, თემურ გრძელიშვილი,ელდარ გვასალია,ფრიდონ გოცირიძე,ენუქი თევზაძე,გია ფარფალია,ლევან ნოდია, გელა სანაია,ბესიკ შეროზია,ზურაბ ლატარია,გელა ხურცილავა,  გია გურული დაიბადა 1964 წლის 10 მაისს ქ.ჭიათურაში  დაამთავრა ქ.თბილისის რესპუბლიკური სკოლა-ინტერნატი.
დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.საფრანგეთის ეკონომიური უნივერსიტეტი. ფლობს ქართულ,რუსულ,პოლონურ ფრანგულ ენებს.
1981 წელს აიყვანეს თბილისის დინამოს შემადგენლობაში. შემდგომ თამაშობდა საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოში.1990 წელს გახდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონი და ბომბარდირი.1991-92 წლებში თამაშობდა პოლონეთის გკ.სში სადაც აიღო პოლონეთის თასი და სუპერ თასი, გახდა ვერცხლის პრიზიორი. 1992 -97 წლებში თამაშობდა საფრანგეთის ლეხ-პავრეში. შემდგომ წლებში წვრთნიდა საფრანგეთის 15 და19 წლამდე გუნდებს. 2004 წელს გახდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალან ჟირესის ასისტენტი .2006-2009 წლებში წვრთნიდა ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელის რანგში, 2015 წლის იანვრიდან ,,ხობის კოლხეთის" მთავარი მწვრთნელია. მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება.
     ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.