27 აპრილს, გამგეობის სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის ოჯახის ექიმებს მედიკამენტების არარაციონალურ დანიშვნაზე კომპანია „ნესთლეს“ ორგანიზებით ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგს პედიატრი, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი რუსუდან ჯაში და დასავლეთ საქართველოში „ნესთლეს“ სამედიცინო წარმომადგენელი მარინა თუთბერიძე უძღვებოდნენ.
ტრენინგზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ჩვილ ბავშვთა კვების საკითხებზე - ძუძუთი კვების უპირატესობა და ბავშვთა კვების სიახლეები, მეძუძური ქალისათვის ცხოვრების სწორი რეჟიმის დაცვა და საკვები პროდუქტების სწორი შერჩევა.