22 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით, „დავასუფთაოთ საქართველო“ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების, კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.
შეგროვდა დაახლოებით 12 მ3 ნარჩენი, რომელიც გატანილი იქნა შესაბამისი სამსახურის მიერ ნაგავსაყრელზე.
დასუფთავების აქციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილეები შეუერთდნენ.