24 მარტს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე პირველი ლიგის გუნდებს შორის, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XXIV ტურის მატჩი გაიმართა. ხობის „კოლხეთმა" გაგრის „გაგრას" უმასპინძლა. შეხვედრა ხობის „კოლხეთის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
თამაშს სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.