ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის N17 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამა. პროგრამის მიზანია ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი ამბულატორიული მომსახურება იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა.
პროგრამა ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის წინადადებით; რომელშიც ჩართულნი არიან საჯიჯაოს (საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო), ნოჯიხევის, ყულევის, ზემო ქვალონის, ბიის, პირველი ხორგის და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულები.
პროგრამა ფინანსდება ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 29880 ლარის ოდენობით.