პირადობის მოწმობა აქციის ფარგლებში უფასოდ გაიცემა


საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ელექტრონული ბაზის სრულყოფის სამუშაოების წარმოებისას ხშირია მოქალაქეზე გაცემულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამო მონაცემების არსებობის ფაქტები. ამ უკანასკნელი თვეების მანძილზე მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი აქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტში სწორი მონაცემის აღდგენას. 
2015 წლის 24 დეკემბერს მიღებულია საქართველოს კანონი ,,ამნისტიის შესახებ, რომელიც ვრცელდება პირზე, რომელმაც ჩაიდინა სსსკ-ით გათვალისწონებული დანაშაული დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სსრკ პასპორტის სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, სსიპ-სსგ სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, გასაღება, გამოყებებასთან. კანონი შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართონ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლებს, საკონსულო დაწესებულებეს ამნისტიის გავრცელების შესახებ განცხადებით. 
განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016წლის 5 თებერვლის N114 ბრძანებით დამტკიცებული ,,პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გამოვლენილი არასწორი ურთიერთშეუსაბამო მონაცემების მექანიკურ შეცდომად მიჩნევის წესი, რომელმაც საკმაოდ გააფართოვა არასწორი მონაცემის მექანიკურ შეცდომად მიჩნევის წრე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების დამატებითი შემთხვევის განსაზღვრის შესახებ,’’ შესაძლებლობა მიეცათ მოქალაქეებს ამნისტიის კანონის მოქმედების პერიოდში ერთჯერადად გათავისუფლდნენ მექანიკური შეცდომით გამოწვეული შეუსაბამობის გასწორების მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 2016 წლის 15 თებერვლიდან - 2016 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს აქცია, რომლის მიხედვით, საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც 2016 წლის 30 ოქტომბრისთვის უსრულდებათ 18 წელი, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარდგენისას ერთჯერადად გათავისუფლდნენ აღნიშნული მოწმობის მე-10 სამუშაო დღეს გაცემის საფასურის - 30 ლარისა და ფოტოსურათის საფასურის - 3 ლარის გადახდისაგან. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ აქციით განსაზღვრული შეღავათებით თუ მოხსნილნი არიან რეგისტრაციიდან, რეგისტრაცია ბათილია ან ძალადაკარგულად არის გამოცხადებული, ასევე იმ შემთხვევაში, თუ არ გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.