საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ წელსაც გრძელდება. სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. 
22 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში საგაზაფხულო ხვნა-თესვასთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს, მექანიზატორების მენეჯერებს შეხვდნენ და სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერმერების ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს.
ხობის მუნიციპალიტეტის 22 ადმინისტრაციულ ერთეულში სულ მოსახნავია 7673.0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საგაზაფხულო სამუშაოებს შპს „მექანიზატორი“, შპს „ამხანაგობა სოფლტექსტსერვისი“ და ინდმეწარმეები „მამუკა ტყებუჩავა“, „ზურაბ ახალაია“, „რომან ხარეიშვილი“, „შოთა მოლაშხია“ და „რუსლან შენგელია“ განახორციელებს. დღეის მდგომარეობით მიწის დამუშავება ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყო და 31 ჰექტარი მიწის ნაკვეთია მოხნული.