24 მარტს ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებმა ხობის სალოტბარო სკოლას სასწავლო ლიტერატურა, კომპაქტდისკები და ხალხური საკრავები საჩუქრად გადასცეს. ღონისძიებას სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ხობის
სალოტბარო სკოლაში 120 მოსწავლე ქართულ ხალხურ სიმღერასა და გალობას ეუფლება, მოსწავლეებს
შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო დაფინანსებით, სწავლა განაგრძონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. გარდა ამისა, ახალგაზრდებს შეეძლებათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას.