18 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, გამგებლის 2016 წლის 25 თებერვლის N01-65-07 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები და დოკუმენტების წარმოდგენის ვადები გააცნეს.