ხობელი ნუგზარ წურწუმია ფრეიდენფილდსის თასის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ფრეიდენფილდსის თასზე,  გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ოთხი წონითი კატეგორიიდან ოთხივეში გაიმარჯვა და ოქროს ოთხი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50 კგ.), დავით ჩხარტიშვილი (60 კგ.), თემურ ჭკუასელიძე (74 კგ.) და გიორგი მელია (96 კგ.) გახდნენ.