11 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან არასამთავრობო ორგანიზაცია სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ესწრებოდნენ, სასოფლო თემების მდგრად განვითარებას და ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობაზე, ადგილზე არსებული თემის თითოეული წევრის ადამიანური რესურსებისა და პოტენციალის გამოყენებაზე, ადგილობრივების ოჯახების შესაძლებლობების გაფართოებაზე და განვითარებაზე ისაუბრეს.
სოფლად თემთა განვითარებოს სააგენტოს მიზანია დაიცვას და ხელი შეუწყოს თემის თითოეული წევრის უფლებებისა და ღირებულებების დაცვას, განავითაროს და გააძლიეროს სამოქალაქო ჯგუფები სოფლად და მხარი დაუჭიროს სოფლად მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობას, დევნილებს, მიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ადგილობრივ მმართველობას, კერძო სექტორს და სხვა არასამთავრობო თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს.