სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ წარმომადგენელი ხობში

29 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილებს, სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ წარმომადგენელი შეხვდა. 
სააგენტოს წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე, ისაუბრა ახალ საპილოტე პროგრამაზე, რომელიც სოციალურად დაუცველი დევნილი სტუდენტების პროფესიული განათლების მიღებაში ხელშეწყობას გულისხმობს.
პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე შემუშავების სტადიაშია, ითვალისწინებს, სოციალურად დაუცველი დევნილი სტუდენტებისთვის ტრანსპორტირების ან დროებითი საცხოვრებლის საფასურის დაფარვას.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საარსებო წყაროების ის პროგრამები და პროექტები, რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ახორციელებს, როგორებიცაა: „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები და სხვა. აღნიშნულ პროგრამებში დევნილთა ჩართულობის უზრუნველყოფა სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სააგენტოს წარმომადგენელმა შეხვედრაში მონაწილე დევნილებს, მათ მიერ დასმულ კითხვებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.








სააგენტოს წარმომადგენელმა  შეხვედრაში მონაწილე დევნილებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ მიერ დასმულ კითხვებზე.