სკოლა ,,არეას“ წარმატებული მოსწავლე


• სკოლა ,,არეას“ XI კლასის მოსწავლე - ნიკა იოსავა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX - ის გამარჯვებულია, ნიკამ წარმატებით გაიარა სამივე ტური და გამარჯვება მოიპოვა. 
• მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
• სკოლა ,,არეა“ ულოცავს ნიკას ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!
• მადლობა სკოლა ,,არეას“ ინგლისური ენის მასწავლებელს - სოფიკო მირცხულავას წარმატებული მოსწავლეების აღზრდისათვის; პედაგოგის მუშაობის შედეგად, სკოლა ,,არეას“ უკვე მეორე გამარჯვებული ჰყავს ამ პროექტში (ლევან საბახტარაშვილი - 2011 წლის FLEX - ის გამარჯვებული და ნიკა იოსავა - 2016 წლის FLEX - ის გამარჯვებული).