ხობის მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.
ახალი სასწავლო წლიდან, ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად რეაბილიტირებული ბაღი ექნებათ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სახურავის გადახურვა, სველი წერტილებისა და სამზარეულოს მოწყობა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დაყენება, კედლებისა და ჭერის შელესვა, შეღებვა, ელექტროგაყვანილობის სისტემის გამოცვლა, ეზოს შემოღობვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, ლამინირებული იატაკის, მეტლახის, გრანიტის დაგება და სხვა, ეს იმ სამუშაოთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც საბავშვო ბაღების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
სამუშაოები ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით და მისი ღირებულება შეადგენს 488.888 ლარს