31 მარტს, 12 საათზე, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ
ბიბლიოთეკაში შედგება, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა
და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი, როსტომ ჩხეიძის წიგნის „ეკლის გვირგვინი“ პრეზენტაცია.
წიგნში გამთლიანდა სხვადასხვა დროს დაწერილი
ორი თხზულება — „თუ საწუთრომან დამამხოს“ და „ძველი ხიბულას საიდუმლოება“ — და ერთიან
ქმნილებად შეიკრა — ბიოგრაფიულ რომანად. წიგნის შესახებ თავად ავტორი, მწერალი როსტომ ჩხეიძე ისაუბრებს.