თითქოს გუშინ იყო... 20 წელი გავიდა ... რამდენ ფიქრს, მუხლჩაუხრელი შრომას და უძილო ღამეს იტევს ეს დრო, მხოლოდ უფალმა და თქვენ იცით. რამდენი დაუმსახურებელი ქვების სროლა და ცილისწამება... ამის საპირწონედ თქვენი საქმეები --აღდგენილი თუ ახლადაშენებული ეკლესია -მონასტრები, სასწავლებლები, სხვადასხვა პროექტები და რაც მთავარია საკათედრო ტაძარი, რომელიც დღეს ფოთის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
საოცარი მაგალითი სიყვარულის, მოთმინების, შენდობის და დაკარგული ცხვრების მოძიებისა. წაქცეულის თუ დამარცხებულის ფეხზე წამოყენების და მხარში დგომისა.
გილოცავთ მეუფეო! გილოცავთ თქვენი სულიერი შვილების სახელით, ვისთვისაც თქვენი ყოველი სიტყვა ნუგეშის, იმედისა და ძალის მომცემია.
ღმერთს შევთხოვთ არ მოგაკლოთ ჯანმრთელობა, მოგცეთ ძალა და სიმხნევე, რომ კვლავაც ჩვეული შემართებით დამოძღვროთ მრევლი და გააძლიეროთ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.
უფალმა დაგვილოცოს თქვენი მაკურთხეველი მარჯვენა.
მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას.