ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2016 წლის 21 მარტს სკოლამდელი გაერთიანების ადმინისტრაციაში ჩატარდა შეხვედრა ს/ბაღებსა და ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებთან საქართველოს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარის გაცნობის მიზნით.
იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით აცრების ძირითადი ნაწილი ტარდება 6 წლამდე ასაკში.შეხვედრის მიზანია როგორც ყოველთვის აქტიური მხარდაჭერა და ურთიერთობა სკოლამდელ დაწესებულებებთან ,აღსაზრდელთა მშობლებთან,რაც მნიშვნელოვნად დადებითად იმოქმედებს აცრების მოცვის მაჩვენებლებზე.მათვე გადაეცათ იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის პოსტერები.