ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში

12 მარტს,  ქ. ხობში საჭადრაკო კლუბ „ლაზი ერში“,  ტრაგიკულად დაღუპული 11 წლის ანრი ჯგერენაიას სახელობის რიგით მეორე ტურნირი ჭადრაკში გაიმართა.  ტურნირი, რომელიც საჭადრაკო კლუბი „ლაზი ერის“   წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდა, 10 მოჭადრაკე მონაწილეობდა.    ორგანიზატორების განცხადებით ტურნირს  ტრადციული ხასიათი ექნება   და ყოველ წელს  გაიმართება. 
    ტურნირს  გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნინა ბუკია, მთავარი სპეციალისტი სპორტის საკითხებში ლევან ლემონჯავა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია ესწრებოდნენ. 
   ტურნირში მესამე საპრიზო  ადგილი დაიკავა  ზურაბ ბებურიამ,  მეორე ადგილზე ბადრი ლომაია გავიდა, ხოლო  გამარჯვებული გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე ირაკლი გოგენია.  გამარჯვებული და პრიზიორი მოჭადრაკეები  სიგელებით, თასებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.