ხობის „კოლხეთის“ გამარჯვება


15 მარტს, ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს XXVII საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ტყიბულის „მეშახტე“ შეხვდნენ. თამაშს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
შეხვედრა „კოლხეთის “ გამარჯვებით, ანგარიშთ 2:0 დასრულდა.