28 მარტს ქ. ზუგდიდში, „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის XXV ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ზუგდიდის „ოდიში1919“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა. თამაშს ხობის ფან-კლუბთან ერთად გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა.