ხვალ 18 მარტს თენგიზ ქაჯაიას ხობის რაიონის პირველ პრეფექტს შეუსრულდებოდა 49 წელი. თენგო ქაჯაია 27 წლის ასაკში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ დაინიშნა ამ თანამდებობაზე და მას გადასცა პრეფექტის მოწმობა № 01. ის იყო უნიჭიერესი პიროვნება, რომელსაც უზომოდ უყვარდა საქართველო და მას სჯეროდა რომ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. თენგო ქაჯაია ბოლომდე იბრძოდა პრეზიდენტის დასაცავად, მაგრამ ის მაინც იმსხვრეპლა შემთხვევითმა, თუ სნაიპერის ტყვიამ. ტყვიამ რომელიც გამოუშვა ქართველმა მხედრიონელმა, ან კიტოვანმა, ან იოსელიანმა, ან სიგუამ ან .... მისი სისხლი მათ სინდისზე იყოს. ზვიად გამსახურდია, როდესაც დაბრუნდა ჩეჩნეთიდან ჩავიდა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში და მოინახულა თენგო ქაჯაიას საფლავი. შემდეგ კი ეწვია მის ოჯახს. მან თქვა: "მე უნდა ვნახო თენგო ქაჯაიას დედა, სახლი სადაც ის იზრდებოდა და მინდა ფეხი დავაბიჯო მის ნაკვალევს, სადაც მას ბავშვობაში ფეხშიშველას გაუვლია".... პრეზიდენტს თვალებზე ცრემლები მოადგა... რამოდენიმე დღეში პრეზიდენტიც გამოასალმეს ცხოვრებას. ისიც ქართველის ხელით მოკვდა. ნათელში იყოს მათი სული და ღმერთს შევსთხოვ არ განმეორებულიყოს ძმათაშორის სისხლისმღვრელი ომი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ნუ დავამყარებთ ამ ქვეყნად დიქტატურას. გვფარავდეს ღმერთი.
ზურაბ ბიგვავა - მარტვილი 2012 წელი
სამეგრელო და მეგრელები