23
თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობით, პროექტ
„ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, 2016 წლის ხობის
ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოისმინეს საკრებულოს თავმჯდომარეობის
კანდიდატ, ლიდერ ახალგაზრდათა სამოქმედო გეგმა-პროექტები, დებატები და წარმოდგენილი
3 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით არჩეულიქნა ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე - ირაკლი კვირკველია,
ასევე, არჩეულ იქნა თავმჯდომარის მოადგილე - ნია
კვაშილავა და თემატური კომისიის თავმჯდომარეები:
1.
ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე:
ლევან ბუსქანძე
2.
სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე: დათო ბოჭორიშვილი
3.
საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე:
ქეთი კვირიკაძე
4.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის
თავმჯდომარე: ელენე ახვლედიანი
5.
სამანდატო - საპროცედურო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: ნანო ნარსია.
კომისიები
დაკომპლექტდა წევრებით.
ამავე
სხდომაზე ახალგაზრდული საკრებულოს აპარატის უფროსად დაინიშნა თეონა კუტალია.
სხდომას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროექტის რეგიონული მენეჯერი - ელენე დარასელია ესწრებოდნენ, რომლებმაც სიტყვით მიმართეს საკრებულოს წევრებს, ახლადარჩეულ პირებს და აღუთქვეს მათ დახმარება იმ საქმიანობაში, რასაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელშეწყობა ჰქვია.