„კოლხეთის“ ფეხბურთელები , ხობის დედათა მონასტერს სტუმრობდნენ

18 თებერვალს საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელთა გუნდი, ხობის დედათა მონასტერს სტუმრობდა. ფეხბურთელებმა, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარ დეკანოზ ილიას (ლომაია) და მონასტერში მოღვაწე დედების ლოცვა-კურთხევით მოილოცეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 200-მდე ხე დარგეს. ასევე, სხვადასხვა სამუშაოები შესრულეს.
აქციაში ფეხბურთელები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ. როგორც იცით, ხობის "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი გია გურულია.


ავტორი ვოვკა გერგაია