26 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები, პროექტი „საქართველოში ეკომიგრანტების საარსებო წყაროების შესაძლებლობების გაძლიერებას“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს ვარაზ გაბედავას და თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს ედემ ლატარიას შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც თემებში არსებულ ეკონომიკურ პოტენციალზე, ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკურ და რელიგიური შემადგენლობაზე, ტრადიციებზე, ახალ თემში ჩასახლებულ ეკომიგრანტებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ლაშა ქირია დაინტერესდა თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია ბენეფიციარებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას და რა სახის ჩართულობაა აუცილებელი საჯარო თუ არასამთავრობო სექტორებისაგან