19 თებერვალს ქვემო ქვალონის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ-პროფილაქტიკოსის ჯუმბერ ტურავას შეხვედრა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან თემაზე „ცხოვრების ჯანსაღი წესი.“
დამსწრე საზოგადოებას გადაეცათ საინფორმაციო სახის პოსტერები და ბუკლეტები.
მსგავსი შინაარსის შეხვედრები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით პერმანენტულად გაიმართება.