ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 389200 ლარი. მათ შორის:
ა) საოპერაციო ხარჯების დაფინანსება - 50 000 ლარი;
ბ) დიალეზზე მყოფ მოქალაქეთა ყოველთვიური ფულადი დახმარება - 18 000 ლარი;
გ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები - 2000 ლარი;
დ) მრავალშვილიანი ოჯახებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვების და 100 წელს გადაცილებულის ერთჯერადი დახმარების ხარჯი - 13 650 ლარი.
ე) უმწეოთა სასადილო და ხანდაზმულთა ბინაზე მომსახურება - 80 000 ლარი;
ვ) ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების ხარჯი - 49 000 ლარი;
ზ) უმწეო კატეგორიაზე სასმელი წყლის ხარჯის ანაზღაურება - 6 000 ლარი;
თ) უმწეოთა ერთჯერადი დახმარება - 55 000 ლარი;
ი) სტიქიით დაზარალებულთა დახმარება - 30 000 ლარი;
კ) დევნილთა დაკრძალვის ხარჯები - 3 000 ლარი;
ლ) დახმარება ჩერნობილის მონაწილეთათვის - 1600 ლარი;
მ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მონაცეთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეგისტრაციო ქულა 57 ათას ქულას და რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია შესაკეთებლად ერთჯერადი თანხით დახმარება - 40 000 ლარი.
ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის 0-18 წლამდე. სამედიცინო სარეაბილიტაციო ერთჯერადი დახმარება. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის 20-50% არაუმეტეს 500 ლარისა - 8000 ლარი.
ო) უსახლკაროდ დარჩენილთათვის რომლებიც საჭიროებენ თავშესაფარს და აქვთ გაკეთებული განაცხადი შესაბამის სტრუქტურაში ყოველთვიური ბინის ქირის გადასახადი 50-150 ლარისო ოდენობით - 10 800 ლარი.
პ) „C“ ჰეპატიტით დაავადებულთათვის საჭირო გამოკვლევის დაფინანსება პროგრამული მკურნალობის დასაწყებად. წარმოდგენილი ანგარიშ ფაქტურით არა უმეტეს 70% და არა უმეტეს 350 ლარისა.
ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილია „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფის კომისია“. კომისიის წინადადების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში უმწეო ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებები არანაკლებ 60 და არაუმეტეს 3000 ლარისა; წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად კი საოპერაციო, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯების თანადაფინანსება ხორციელდება 20%-დან 50%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
მრავალშვილიან ოჯახებზე, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე, 100 წელს გადაცილებულებზე, ომის ვეტერანებზე გაიცემა თანხა 150 ლარის ოდენობით. ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით ახალშობილის ოჯახებზე პირველ და მეორე ბავშვზე გაიცემა 100 ლარი, ხოლო მესამე და მეტ შვილზე - 300 ლარი. ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე გაიცემა დაკრძალვის ხარჯი 250 ლარის ოდენობით, ხოლო „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე გაიცემა დაკრძალვის ხარჯი 100 ლარის ოდენობით. დილეზზე მყოფ მოქალაქეებზე ყოვეთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
• საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება - 94 862 ლარი.
• მოსახლეობის დამატებითი ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამა - 29 880 ლარი.