პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში: ქ.ხობში, ახალ ხიბულასა და ქარიატაში შედგა არა ერთი შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან.
დღევანდელ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია , გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოება გაეცნო ინფორმაციას პროექტის ფარგლებში ქ. ხობისთვის შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტის შესახებ, რომელშიც ასახულია გარემოსდაცვითი მმართველობის და განახლებადი ენერგიების გამოყენების კუთხით არსებული მდგომარეობა ხობის მუნიციპალიტეტში.
პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან ერთად შეხვედრას მოწვეული ექსპერტი განახლებადი ენერგიების საკითხებში გიორგი მუხიგულიშვილი უძღვებოდა. (საერთაშორისო გამოცდილება საქართველოსთვის-WEG წარმომადგენელი).