26 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გია სოფაძემ და მაია ვაშაკიძემ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ხობი–ახალსოფელი (სარკინიგზო ბაქანი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გამართეს. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, და გამგებლის მოადგილეები მუნიციპალიტეტის თემების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
ხობი-ახალსოფელი 10 კილომეტრიანი საავტომობილო გზაზე, რომელიც უმოკლესი მანძილით ერთმანეთს აკავშირებს თბილისი-სენაკი-ლესელიძისა და სენაკი ფოთის-სარფის გზებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება.