წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება საგანმანათლებლო რესურსცენტრში



მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მედლებით დაჯილდოების პროგრამას, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა. 

18 იანვარს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლალა წულაიამ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის წარმომადგენელმა ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში იური ჯობავამ ,,განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების“ ქვეპროგრამით გამოვლენილ ახალგაზრდებს 17 ოქროს და 18 ვერცხლის მედალი გადასცეს.
შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალს სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მშობლებიც ესწრებოდნენ.