ხობის კიდევ 13 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით გადაიდო


საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესის სამი დღით შეჩერებასთან დაკავშირებით.
მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და მოქალაქეთა ვირუსული დაავადებების მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი შეწყდა ხობის მუნიციპალიტეტის 4 სკოლაში ( ხამისკურის, ახ. ხიბულის№1, ჭალადიდისა და საგვიჩიოს საჯარო სკოლები) მათ რიცხვს კიდევ 13 სკოლა მიემატა: ქ.ხობის№1, საჯიჯაოს №1, ნოჯიხევის №1, ნოჯიხევის№2, ზემო ქვალონის, ძველი ხიბულის, ქარიატის, ხეთის, ბიის, თორსის, ქვ.ქვალონის№1, პირველი მაისისა და პატარა ფოთის საჯარო სკოლები. გაცდენილი სასწავლო პროცესი მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება. 
შეგახსენებთ ხობის მუნიციპალიტეტში სულ 26 საჯარო და ერთი საერო სკოლა ფუნქციონირებს.