11 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ ქ. ხობში სამეგრელოსა და მირცხულავას ქუჩაზე მიმდინარე გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს რომელის ღირებულებაც 245 ათასი ლარია, შპს. „შარა გზამშენი პირველი“ ახორციელებს. გზების მოასფალტება ზემოთ აღნიშნულ ქუჩებში უახლოეს მომავალში დასრულდება.