ხობის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას მიერ უკვე ტრადიციად ქცეული სადღესასწაულო საჩუქრების დარიგება დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტში 153-მა ოჯახმა დეპუტატისგან საახალწლოდ ტკბილეული და საკვები პროდუქტი მიიღო. მოსახლეობა, როგორც ყოველთვის ოთხ კატეგორიად დაიყო: მრავალშვილიანი დედები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ომის ვეტერანები და ეკლესიის მრევლი. დასაჩუქრებულებმა და მათ შორის 100 წელს გადაცილებულმა თამარ ჯალაღონიამ სრულიად საქართველოს, ხობელებს და განსაკუთრებით გოდერძი ბუკიას შობა ახალი წელი მიულოცეს.