30 დეკემბერს ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საახალწლო-საშობაო კონცერტი გაიმართა. კონცერტში კულტურის სახლთან არსებული ვოკალური, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდენ. კონცერტზე ხობელ წლის წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ადგილობრივი ხელისუფლების, სს „თიბისი ბანკის“ ხობის სერვისცენტრის, სს „ლიბერთი ბანკის“ ხობის ფილიალისა და შპს „ფიგაროს“ წარმომადგენლებმა ფულადი ჯილდოები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

საახალწლო კონცერტის დასასრულს თოვლის ბაბუამ დარბაზში მყოფ პატარებს საჩუქრები დაურიგა. ზეიმი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.