საახალწლო კარნავალი ხობის საჯარო სკოლებში

29 დეკემბერსქ.  ხობის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო კარნავალი გამართეს. ზეიმზე მოსწავლეებმა საახალწლო სიმღერები, იუმორისტული ნომრები, ლექსები, ცეკვები საინტერესოდ და ორიგინალური შესრულებით წარმოადგინეს. საახალწლო კარნავალს დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და  გამგეობისა და საკრებულოს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სკოლებს სამახსოვრო საჩუქრად  წიგნები გადასცეს.