30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამეგრელო–ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ქალბატონებისათვის ჩატარდა ტრენინგი.
პროექტი WDNG "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით განხორციელდა.
პირველი დღე გაიხსნა სესიით მიზნის დასახვა და სამოქმედო გეგმის შედგენა, რომელსაც ტრენერი კატერინა კუტუბიძე უძღვებოდა. მონაწილეებმა სესიის ფარგლებში "დებატების ხელოვნება" მოირგეს სხვადასხვა როლი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.
ტრენერმა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენელ ქალბატონებს ასევე გააცნო კამპანია 50/50–ის ფარგლებში შექმნილი რამდენიმე ვიდეო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული კვოტის შესახებ.
ტრენინგის მეორე დღის პირველი ნახევარი დაეთმო სესიებს "გუნდურობა" და "დელეგირება", რომელსაც უძღვებოდა ტრენერი თიკო ხუბულაშვილი. მონაწილეები ტრენინგის ფარგლებში გაეცნენ ეფექტური დელეგირების მექანიზმებსა და გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევებს, შემდგომი თემები იყო რესურსების მოძიება, კონფლიქტების მართვა და გავლენის მოხდენა.
ტრენინგის მესამე დღეს ჩატარდა სესია "კონფლიქტების მართვა" , რომელსაც უძღვება ტრენერი ნათია შეყილაძე.
პროექტის "ქალები პოლიტიკაში" ზუგდიდის ტრენინგების მონაწილეებსდღის ბოლოს სერთიფიკატები გადაეცათ.
პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს არჩევნებში ქალი კანდიდატების რაოდენობის გაზრდას; გამგეობის წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრი ქალების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას და რეგიონებში გენდერულად სენსიტიური საკითხების ლობირებას; საკრბულოს წევრი და პოლიტიკური პარტიების წევრი ქალების დაკავშირებას, რათა მოახდინონ კოორდინირებული მუშაობა რეგიონში არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით.







