17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგელის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სხდომაზე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ალექსანდრე არჩაია, ხოლო საბჭოს მდივნად - ბელა ქვარცხავა.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, გამგებელმა მიმოიხილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები. საბჭოს წევრებს გააცნო მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის შერჩეული პრიორიტეტები და საბჭოს წინაშე მზადყოფნა გამოხატა ერთობლივი სამომავლო საქმიანობისათვის. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ საბჭოს წევრებს ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი გააცნო, რაც საბჭომ მოიწონა შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.
მრჩეველთა საბჭო შედგება მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლებისაგან. კანონის შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, მრჩეველთა საბჭოს წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიმუშავებს და წარადგენს სამოქალაქო ინიციატივებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. საბჭოს წევრთა საქმიანობა წარმოებს საზოგადოებრივ საწყისებზე და არ ანაზღაურდება.