ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებისათვის შესყიდულ იქნა საოჯახო ტექნიკა: მაცივარი, სარეცხი მანქანა, შეშის ღუმელი, საკვამურის მილი და მუხლი - 6090 ლარის ღირებულებით: ავეჯი (საბავშვო საწოლები და სამზარეულოს კარადები), - 9 999 ლარის ღირებულებით სამზარეულოს ინვენტარი: მომინანქრებული სათლები, ქვაბები, ტაფები, დანები... - 6299 ლარის ღირებულებით, შემოტანილი იქნა აგრეთვე რბილი ინვენტარი (საბანი, ლეიბი, თეთრეული..) - 5 501 ლარის ღირებულებით..
დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ შემოტანილი ინვენტარი დაათვალიერეს ხობის N2 საბავშვო ბაღში და აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს შობა ახალი წელი მიულოცეს.