29 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არასათავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის“ წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ქაჯაიას, გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურის უფროსს ზვიად ბუკიას და გამგებლის წარმომადგენელს ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში რინელი ადამიას შეხვდნენ.
პროექტი, რომლის მიზანია სამიზნე თემებში ადამიანის უფლებების შესახებ სამოქალაქო აქტივობის და ცოდნის გაზრდა, ამერიკული ორგანიზაცია NED-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებზე და მის არსზე ისაუბრეს, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ხორციელდება, ასევე დასვეს შეკითხვები, თუ რომელი მიმართულება საჭიროებს მეტ მხარდაჭერას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.