მზეკო ჟვანიას წიგნის “ლურჯი წვიმა” პრეზენტაცია

26 დეკემბერს 14:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტისა და მწერლის  მზეკო ჟვანიას წიგნის „ლურჯი წვიმა“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და წიგნის გარეკანის ავტორი, მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე.
წიგნის დიზაინზე იზრუნა დიზაინერმა, ანი ჭოღოშვილმა. რედაქტორი ჟურნალისტი, მირიან ბოქოლიშვილია, წიგნი დააკორექტირა ჟურნალისტმა, ტატო კუჭავამ. გარეკანის სურათი კრებულის ავტორს, მზეკო ჟვანიას, მხატვარმა ნინო ჩაკვეტაძემ უსახსოვრა.

წინასიტყვაობის ავტორები არიან: კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი, თეატრმცოდნე, ნიკოლოზ წულუკიძე,  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია და მწერალი, ლაშა გვასალია.

http://primetimenews.ge

ვიდეო ავტორი: Khatuna Gagnidze