1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. ხობის № 1 საჯარო სკოლის მაღალკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, რომელიც ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს დირექტორის მოადგილის ჯუმბერ ტურავას მიერ იქნა ჩატარებული.
საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალა, მათ გააცნეს შიდსის პრევენციული ზომის მიღების წესები, ისაუბრეს ამ დაავადებასთან დაკავშირებულ სტიგმასთან დაკავშირებით, თუ რა ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს არაჯანსაღი ცხოვრების წესს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს გაიაროს მკურნალობის უფასო კურსი.
მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია, შიდსთან დაკავშირებული რიგი საკითხებისა და ამ თემაზე ბევრს არასწორი ინფორმაცია გააჩნია. დღევანდელი შეხვედრის მიზანსაც აივ-ინფექციის სწორად აღქმა წარმოადგენდა.