10 დეკემბერსს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში
„თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფის“ ინიციატივით ჩატარდა პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო თორსის თემში განხორციელებული პროექტები, რომელიც
გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" დაფინანსებით, ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრ" - ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის" და ასოციაცია ,,ათინათთან“ პარტნიორობით განხორციელდა.
დამსწრე საზოგადოებამ „თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფს“ მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის, განხორციელებული პროექტებისთვის და უსურვეს წარმატებები.
დამსწრე საზოგადოებამ „თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფს“ მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის, განხორციელებული პროექტებისთვის და უსურვეს წარმატებები.