ზუგდიდის მაზრაში სოფელ ხეთას უხსოვარის დროიდგან ზეთის-ხილის ხეებია გაშენებული, რამდენსამე ვერსზეა ეს ხეები გაშენებული და ეკუთვნის აქაურ მემამულეთა და გლეხებს. გამოცდილებით ვიცით, რომ ამ ხეების ნაყოფი მშვენიერია და ბევრად სჯობია იმ ზეთის ხილს, რომელსაც ქალაქებში ყიდიან, თუნცაღა ბევრი ვურჩიეთ გლეხებს ეს ხეები გაამრავლონ, მაგრამ ჯერჯერობით არავითარი ზომა არ მიუღიათ.
,,ივერია'', 1888 წ.
...აი ამ მთებიდან თურმე იგზავნებოდა მცხეთას და საქართველოს ყველა სხვა ქალაქებში მარხვისათვის ზეთის ხილი...

