შეხვედრა ,,ლიახვთან“ ანგარიშით 1-1 დასრულდა

3 დეკემბერს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე, 29 ნოემბერს გადადებული საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა. ხობის „კოლხეთმა“ ცხინვალის „ლიახვს“ უმასპინძლა. თამაში თვიდანვე დაძაბულად წარიმართა. შეხვედრაში ანგარიში სტუმართა რიგებიდან გაიხსნა ხოლო ბოლო წუთებზე სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული 11 მეტრიანი ზუსტად გამოიყენა ცოტნე ბუკიამ და შეხვედრა ანგარიშთ 1-1 დასრულდა. თამაშს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.