7 დეკემბერს ქ. ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო კალენდარული მატჩი გაიმართა. ჩხოროწყუს „სამეგრელომ“ ხობის „კოლხეთს “ უმასპინძლა. შეხვედრაზე 2 გოლი იქნა მასპინძელთა კარში გატანილი-პირველი ცოტნე ბუკიას მიერ ხოლო მეორე გოლის ავტორი ბექა ბაკურაძე გახლდათ.
ამ ეტაპზე ხობის „კოლხეთი“ 18 გუნდს შორის სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე იმყოფება.