ასოციაცია „მწვანე მომავალი“ ხობში

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია - გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ასოციაცია „მწვანე მომავალის“  წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან   შეხვედრა გამართეს.  შეხვედრას,  მოწვეული ექსპერტი განახლებადი ენერგიების საკითხებში   გიორგი მუხიგულიშვილი უძღვებოდა.   
      პროექტის მიზანია ხობის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება და ახალი ენერგეტიკული პოტენციალის შექმნაზე ხელშეწყობა,  არსებული ხარვეზების და ბარიერების გამოვლენას რეგიონის დონეზე, სამომავლო პერსპექტივების დასახვა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების გააქტიურების გზით და მათი ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.  პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში და მის სამიზნე სოფლებში (ახალი ხიბულა, ქარიატა) შედგა არაერთი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
     პროექტი ხობის მუნიციპალიტეტში ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.